Unknown crocodile
0 Subscriptions 0 Followers
საოცარი ბუნება, ძალიან საინტერესო ადამიანები საკუთარი ისტორიით, ტრადიციებით, რწმენითა თუ ცრურწმენებით... ყველაზე სახიფათო გზა და შედეგიანი ვოიაჟი...
ქვები, რომლებიც ერთმანეთში ჯდება და სახლები, რომლებიც "ერთმანეთში ჩასმული ქვებისგან" შენდება... არანაირი ცემენტი და დამხმარე საშუალება...ადგილობრივების თქმით, ეს "ნაყარი" ქვებია, რომლებიც კარიერებიდან მოაქვთ, ეს კი შენობის სიმყარისთვის აბსოლუტურად საკმარისია.
"ქვები ერთმანეთში იმდენად მყარად ჯდება, რომ დანგრევის საფრთხე, ფაქტობრივად, არ არსებობს. ეს იაფი და ხარისხიანი საშუალებაა. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს ერთადერთი გამოსავალიც იყო. სხვაგვარად კახეთიდან ან თბილისიდან იქნებოდა სამშენებლო მასალა ამოსატანი. ეს ძალიან რთული საქმეა. თუშეთის გზები რომ ძალიან სახიფათოა, ეს თავადაც ნახეთ. ასე ნაშენები სახლები კი სიმყარესაც ინარჩუნებს და სითბოსაც" - განმარტა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა - იოსებ ფირაშვილმა ჩვენთან საუბრისას.
თუშეთში ამბობენ, რომ დღევანდელი რეალობა სიტუაციის ცვლილების საშუალებას იძლევა. ვეტმფრენი, რომელიც ექსპრემიერ გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივით სპეციალურად თუშეთისთვის დაინიშნა, გარკვეული პრობლემების უფრო მარტივად მოგვარების საშუალებას იძლევა. გაფართოებულია გზაც, რომელიც მძიმე ავტომობილების შედარებით მარტივად გადაადგილებას უზრუნველყოფს, თუმცა საფრთხე, რომელსაც ეს გზა მძღოლებს და მგზავრებს უქმნიდა, ჯერჯერობით ისევ მწვავედ დგას და პრობლემა გადაჭრას ისევ ისეთი სიმწავით მოითხოვს!
#თუშეთი #საქართველო #Tusheti #Georgia